„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-15
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №296

2007  წლის  15  ივნისი

ქ. თბილისი

„ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯე­ტე­ბისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის  გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №66 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №2 დანართის პირველი პუნქტის „ ს “ ქვეპუნქტი  ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ს) მე-16 მიკრორაიონში ფანცულიას ქუჩიდან №8 საჯარო სკოლამდე და სკოლასთან ახლოს მდებარე საბავ­შვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, თოდრიასა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე გზის საფარის კაპი­ტალური შეკეთება; “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია