საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 289
2007 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 29 მაისის № 1-1/830 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი