„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
288
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-14
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №288

2007 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 31 იანვრის №41 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) №3 დანართის მე-2 პუნქტის „ ბ “ და „ გ “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ბ) სოფ. მლაშე-ჭეჭელა-მოხისა (8 კმ) და მლაშე-ფლატე-არზნის (3 კმ) მონაკვეთების საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;

გ) სოფ. ვარწახი-წახანისა (1,5 კმ) და დიდი ზანავის (2 კმ) მონაკვეთების საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. “ ;

ბ) №5 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ 2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) შიდა მარშრუტებისათვის ორი ავტობუსის შესაძენად;

ბ) კომუნალური მომსახურებისათვის (ნაგვის გამტანი ტრანსპორტის შეძენა და ნაგავსაყრელის მოწყობა). “ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია