საქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 406
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
1. „ საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონ-პროექტი „ ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემის შესახებ “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი