საქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 403
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომის ორგანიზებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოუყოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი