„2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
165/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-30
სარეგისტრაციო კოდი
430060000.22.022.016685
„2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 165/ნ

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„2013–2014 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 სექტემბრის №150/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 26/09/2013 სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.016670) პირველი მუხლით დამტკიცებული პროგრამის პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2013–2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, დიპ­ლო­მირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია