„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
380
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის №324 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 380

2006 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტერიტორიული  ერთეულების  ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის № 324 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება  „ტერიტორიული ერთეულე­ბის ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი­დან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 4 ივლისის № 324 განკარგულებაში და № 1 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ჭიათურის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორცი­ელებლად:

ა) ცენტრალური და მონასტრის სატუმბო სადგურების რეაბილიტაცია, მონასტრის სატუმბო სადგურის სათავე ნაგებობის აღდგენა, 500 მ3-იანი რეზერვუარის აღდგენა რუსთაველის ქუჩაზე, 1000 მ3-იანი რეზერვუარის აღდგენა პერევისის ზეგანზე, მაგისტრალური მილსადენების აღდგენა ერისთავის, რუსთაველის, ტოლსტოის, სტალინის (სანატორი­უმი-ბაღი, ცენტრალურიდან – ბისის ქარხნის 1500 მ3-იან რეზერვუარამდე), ტყაბლაძის ქუჩებზე;

ბ) საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ჭავჭავაძის, გოგებაშვილის, თორღვაშვილის, თავისუფლების, ტოლსტოის, ვაჟა-ფშაველას, იაშვილისა და კოსტავას ქუჩებზე;

გ) მაგისტრალური გაზსადენის აღდგენა ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, ლეჟუბნისა და 9 აპრილის ქუჩებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია