საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 579
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც დამატებითი ქონების, ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის № 1-1/1138 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი