საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 578
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.07წ. № 1-1/1235 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებები „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.07წ. № 1-1/1235 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს № 1-1/1235 და 3 ოქტომბრის № 1-1/1514 ბრძანებები).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი