საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 577
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.07წ. № 1-1/1237 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შუახევის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 15.08.07წ. № 1-1/1237 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შუახევის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 3 ოქტომბრის № 1-1/1513 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი