,,ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. №29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
360
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. №29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 360

2006 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,ქ. თბილისში, გედევანიშვილის ქ. № 29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების  დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს გადაწყვეტილება ქ. თბილისში, გედევა­ნიშვილის ქ. № 29-ში მდებარე 45,9 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 70 კვ.მ მიწის ფართობის, როგორც დამატებითი ქონების, ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრის 2006 წლის 27 ივლისის № 1-1/677 ბრძანება).

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ზემოაღნიშნული ქონების გადასაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონის­ძიებათა განხორციელება.

 3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია