საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 572
2007 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კ. გამსახურდიას სკვერი (ნაკვ. 016/016) – 2430 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 10.8 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობის), როგორც ძირითადი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 5 ოქტომბრის № 1-1/1528 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი