„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-02-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 22

2005 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 14 მაისის №26 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე

საბა კიკნაძე-საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

საბა სარიშვილი-საქართველოს ბიზნესის კონფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი

ნუგზარ სარჯველაძე-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

მიხეილ უკლება-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

თამარ ქვარიანი-საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.“ .

2. განკარგულებას დაემატოს 31  პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3.1  „ EXPO 2005“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის მიხედვით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს შესაბამისი ასიგნებანი;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაონ წინადადებები ამ პუნქტში აღნიშნული ფინანსების აკუმულირებისა და ფინანსური ოპერაციების უზრუნველყოფის შესახებ;

გ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო გამოფენაზე საქართველოს სტენდისა და ღონისძიებების მოწყობაში.”.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია