საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს (ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-20
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს (ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 353

2006 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა   და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს ( ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთანხმების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს წინადადება ავსტრიის რესპუბლიკისადმი საქართველოს მთელი ვალის დაფარვასთან დაკავშირებით „მთელი ვალის დაფარვის მექანიზმის შესახებ” შეთანხმების დადების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს თანხმობა საქართველოს პრეზი­დენტს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენელსა და სააქციო საზოგადოება ავსტრიის კონტროლბანკს (ვენა), როგორც „ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ” 1981 წლის კანონის შესაბამისად ავსტრიის რესპუბლიკის სახელით მოქმედ აგენტს შორის „მთელი ვალის დაფარვის შესახებ” შეთან­ხმების დადების თაობაზე და ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ალექსი ალექსიშვილისათვის მინიჭების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია