„ქ. თბილისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „აჭარის“ მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №399 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
276
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-06-07
გამოქვეყნების თარიღი
2007-06-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქ. თბილისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „აჭარის“ მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის №399 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 276

2007  წლის  7 ივნისი

ქ. თბილისი

„ ქ. თბილისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „ აჭარის“ მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2005 წლის  29  სექტემბრის  № 399 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ ქ. თბი­ლისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „ აჭარის “ მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკ­ვეთის განკარგვის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 სექტემბრის № 399 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მთავ­რობის წინადადება და მიეცეს მას თანხმობა ქ. თბი­ლისში, 26 მაისის სახელობის მოედანზე, სასტუმრო „ აჭარის “ მიმდება­რედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 4250 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „ აჭარა + “ -სათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. “ .

2. განკარგულება ძალაშია 2005 წლის 30 სექტემ­ბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია