„ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
562
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2007-10-10
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 562

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ ზემო აფხაზეთში ჭუბერი-საკენის ახალი საავტომო­ბილო გზის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს № 388 განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ“ ქვეპუნქტი:

„ გ) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ ჭუბე­რისაკენის ახალი მიმართულების და ჩხალთა-აძგარა-მარუხის საავტომობილო გზის მშენებლობის“ შესაბამისი მუხლით გან­საზღვრული სახსრები მთლიანად გამოყენებული იქნეს ჭუბე­რისაკენის ახალი საავტომო­ბილო გზის მშენებლობის დასაფინანსებლად, არსებულ ასიგნებათა ფარგლებში.”.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადოს შესაბამისი ცვლილებები „ საქართველოს 2007 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია