„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა დამთავრებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
341
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-12
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა დამთავრებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 341

2006 წლის 12 ივლისი

ქ. თბილისი

„ხრამჰესი-2”-ის №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუშაოთა დამთავრებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონის პროგრამით გან­საზღვრულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ელექ­ტრო­ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაუმჯობესე­ბი­სა და დამატებითი სიმძლავრეების საექსპლუატაციოდ გადაცემის დაჩქარების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშ­ვი­ლი) მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსი­ლე­ბის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 4 დეკემბრის № 196 განკარგულებით მოწონებული მემორანდუმის ვალდებულებათა განხორციელებისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებათა საფუძველზე უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ენერგეტიკის სექტორის სუბსიდირებისათვის გან-საზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში „ხრამჰესი-2”-ის რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწი­ნე­ბულ ღონისძიებათა დასაფინანსებლად დამატებით 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა, მისი მიმართვა საკრედიტო რესურსად; და გააფორმოს სათანადო სასესხო ხელშეკრულება სსიპ „ენერგოგენერაციასთან” ზემოაღნიშ­ნუ­ლი განკარ-გულებით მოწონებული მემორანდუმის პირობების შესაბამისად.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს, რომ სსიპ „ენერგოგენერაციამ” გერმანულ ფირმა სს „სიმენსთან” გაფორმებული დამატებითი კონტრაქ­ტის საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურზე რეაბილიტაციის გაშვება-გამართვისა და შეფმონტაჟის სამუშაოთა შესასრუ­ლებლად მოიწვიოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები „ხრამჰესი-2”-ის № 2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაციის სამუ­შაოთა უმოკლეს ვადაში დასამთავრებლად და ექსპლუატა­ცია­ში გასაშვებად.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შესრულდა საქართვე­ლოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის № 339 და 2006 წლის 15 თებერვლის № 7 0 განკარგულებებით გათვალისწინე­ბული დავალება „ხრამი-2”-ის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად ასიგნებებისა და კრედიტების გამოყოფის თაობაზე და „ხრამი-2”-ის 55 მვტ სიმძლავრის № 1 ჰიდ­რო­აგრეგატი ღია გამანაწილებელი ქვესადგურის № 1 ტრანსფორ­მატორი 2006 წლის აპრილიდან შევიდა ექსპლუატაციაში. ამ­ჟამად მიმდინარეობს № 2 ჰიდროაგრეგატისა და გამანაწი­ლებელი ქვესადგური № 2 ტრანსფორმატორის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია