„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
544
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის №499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 544

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვ­რები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის კომპენსირების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 14 სექტემბრის № 499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ „ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“   რეგისტრი­რებულ ოჯახებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვენებელი შეადგენს ან ნაკლებია 100.000 ქულაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –  სოცი­ალური სუბსიდიების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სო­ცი­­ალური  სუბსიდიების სააგენტო) 2007 წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 მაისამდე, აგრეთვე 2008 წლის 15 ოქტომ­ბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, ყოველ კალენ­დარულ თვეში აუნაზღაუროს  700 კუბ. მ ბუნებრივი აირის სა­ფა­სური. ამასთან, ოქტომბრისა და მაისის თვეებში ანაზ­ღაურდება 350 კუბ. მ ბუნებრივი აირის საფასური.”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „ საქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან  სსიპ – სოციალური სუბსი­დიების სააგენტოსათვის გადასაცემად გამოყოს 580 000 (ხუთას ოთხმოცი ათასი) ლარი 2007 წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემ­ბრამდე საჭირო ხარჯების დასაფარავად.”;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ (ლ. ფერაძე):

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია  სოცი­­ალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომა­რეობის მაჩვენებელი არის ან ნაკლებია 100.000 ქულაზე;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით დამტკიცებული „ სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინცი­პების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-5 მუხლით განსაზღვრული ვადების ანალოგიურად; ამასთან, 2007 წლის 15 ოქტომბრიდან ბუნებრივი აირის საფასური აუნაზ­ღაუროს იმ ოჯახებს, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადი შეტანილი აქვთ 2007 წლის 1 ივლისამდე;

გ) განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის გაცემა უზრუნ­ველყოს ოჯახის იმ წევრზე, რომელზეც გაიცემა სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი რომელიმე სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება ან იმ წევრზე, რომელიც მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის თანახმად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელია.“ ;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 41“ პუნქტი:

„ 41 „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები­სათვის ბუნებრივი აირის ყოველთვიური ანაზღაურების გაცე­მისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურე­ბის, საქონლის ან/და სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.”;

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა (ტ. ხულელიძე) ფულადი კომპენსაციის გაცემის მთელი პერიოდის განმავლობაში, გადა­რიცხვამდე 5 კალენდარული დღით ადრე სსიპ – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიაწოდოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახების დამოწმებული სია.“ .

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია