ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
543
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2007-09-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 543

2007 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გამგეობებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) მძიმე სპეცტექნიკის შესაძენად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი შემდეგ მუნიციპალიტეტების გამგეობებს:

ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაუ­რი), ასევე კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო  რწმუნებულს – გუბერნატორს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები) ო. სირაძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია