„დუშეთისა და მესტიის რაიონებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №131 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
330
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-04
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„დუშეთისა და მესტიის რაიონებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის №131 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 330

2006 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„დუშეთისა და მესტიის რაიონებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის № 131 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დუშეთისა და მესტიის რაიონებისათვის საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესა­ხებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 მარტის № 131 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დუშეთის, ყაზბეგისა და მესტიის რაიონებისათვის საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ”.

2. განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„1. დუშეთის, ყაზბეგისა და მესტიის რაიონებს „საქარ­თველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოთ:

- დუშეთის რაიონს – 323 708 (სამას ოცდასამი ათას შვიდას რვა) ლარი 8 ავტობუსის შესაძენად;

- ყაზბეგის რაიონს – 16 069 (თექვსმეტი ათას სამოცდაცხრა) ლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად;

- მესტიის რაიონს – 34 595 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი.”.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია