საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 534
2007 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ (დ. სანაკოევი) გასწიოს ხარჯები „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი გატარებისათვის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციამ შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი