საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 525
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. № 14ა-ში მდებარე უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. № 14ა-ში მდებარე უძრავი ქონების ქ. თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 სექტემბრის № 1-1/1377 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი