ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
260
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-30
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 260

2007 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსი­შვილი) ყაზბეგის მუნიცი­პალიტეტს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი სასმელი წყლის სათავე ნაგებობების აღსადგენად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.  კონ­ტროლის განხორციელება ეთხოვოს, აგრეთვე ვ. მაღლაფერიძეს – საქარ­თველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნე­ბულს საქარ­თველოს  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია