საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 518
2007 წლის 19 სექტემბერი
ქ.თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. № 72), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქ. № 72), როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 სექტემბრის № 1-1/1382 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი