საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
322
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-07-03
გამოქვეყნების თარიღი
2006-07-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 322

2006 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

მცხეთა-მთიანეთში ევროპული დონის სამთო-სათხილა­მურო კურორტის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან დუშეთის რაიონის გამგეობას გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი ქვეშეთის საკრებულო­სათ­ვის სათანადო საკადასტრო სამუშაოების შესასრულებლად.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია