ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
233
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 233

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანო­ნის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ნიკა გილაურს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის გაზის მომწოდებელ კომპანიასა და სს „ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას “ შორის დადებულ „ დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვისა “ და 2003 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიას, სამხრეთ კავკასიის მილსადენის სის­ტემის ოფციური გაზის კომპანიასა და სს „ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას “ შორის დადებულ „ ოფციური გაზის ყიდვა-გაყიდვის “ ხელშეკრულებებიდან გამომ­დინარე, უფლებების დათმობისა და ნოვაციის ხელშეკრულებას და შეთანხმების წერილს დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია