სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
232
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 232

2007 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სიღნაღის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობას გამოუყოს 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოთა სრუ­ლად განხორციელებისათვის.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბა­მისად რეაბილიტაციის სამუშაოთა მაქსიმალურად მოკლე დრო­ში განხორციელების უზრუნველსაყოფად სიღნა­ღის მუნი­ცი­პალიტეტის გამგეობამ შესიდვა განახორციელოს ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციე­ლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ; კონტროლი შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს გ. ნაცვლიშვილს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფ­ლის­წყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები).

პრემიერ-მინისტრი                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია