სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
314
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-30
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 314

2006 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის დახმარების სახით გამოყოფილი სასუქიდან დარჩენილი მარაგის შემდგომი გამოყენების შესახებ

„სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის მინერალური სასუქით დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 თებერვლის № 76 განკარგულების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეისყიდა 18339.445 ტონა ამონიუმის გვარჯილა. მინერალური სასუქის რაოდენობა განისაზღვრა ადმინისტაციულ-ტერიტორი­ულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების მიერ წარმოდგენილი კომლების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული განკარგულებით განსაზღვრულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ გაუნაწილებელი დარჩა 61.075 კგ სასუქი. კერძოდ: გარდაბანში – 19550 კგ, მარნეულში – 7600 კგ, ხობში – 19500 კგ, ადიგენში – 14425 კგ.

აღნიშნული მინერალური სასუქის შემდგომი გამოყენების მიზნით:

1. გაუნაწილებელი სასუქი გადაეცეთ გარდაბნის, მარნე­ულის, ხობის, ადიგენის რაიონების ხელმოკლე, მარტოხელა და ნაკლებშემოსავლიან კომლებს 25 კგ-ის ოდენობით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია