,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 6 მაისის №36/ნ ბრძანებით (სსმ, №55, 18/05/2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014614) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და წესის:
1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და არანაკლებ 2 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. კომისიის მდივანი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან.“.
|