საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-22
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 296

2006 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები:

ა) „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ბ) „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ”;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”;

დ) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

ვ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ზ) „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

თ) „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ი) „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

კ) „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”;

ლ) „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

მ) „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

ნ) „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

პ) „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

(პარლამენტში წარდგენის თარიღია 14.04.06წ., № 1/133)

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია