საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
282
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-21
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 282

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული აქტების აღსრულების უზრუნველყოფის დაფინანსების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს გამოუყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიღებული აქტების აღსრულების უზრუნველსაყოფად.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი           ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია