ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2018-04-26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.127.016095
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 26.04.2018, №15)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. ზესტაფონი     

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის,“ ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით  განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის  (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია