„სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
267
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-10-22
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017434
„სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №267

2013 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  25/02/2013, 040030000.­10.003.017204) და დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ნუსხა, რომლებმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ანგარიშები

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი“

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“

ა(ა)იპ – პროფესიული კოლეჯი „განთიადი“

ა(ა)იპ – რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი

ა(ა)იპ–თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

ა(ა)იპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

ა(ა)იპ–თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია