|
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.geб 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-10 დანართის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა) 281 პუნქტი: „281. Paysandisia archon - პალმის ჩრჩილი;“; ბ) 361 პუნქტი: „361. Rhynchopherus ferrugieus - პალმის წითელი ცხვირგრძელა;“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ექსპორტის შემთხვევაში სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო არ არის, გარდა სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|