საქართველოს მთავრობის
განკარგულება №476
2006 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის №67 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ “ ;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციური რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ ნოღაიდელი | – | საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| ზურაბ ადეიშვილი | – | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| ალექსი ალექსიშვილი | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| გიორგი არველაძე | – | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი |
| კახა ბენდუქიძე | – | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში |
| ვახტანგ მეგრელიშვილი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| ივანე მერაბიშვილი | – | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| ირაკლი ჩოგოვაძე | – | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| ლადო ჭიპაშვილი | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| ზვიად ხარებავა | – | საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი.”; |
გ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. კომისიამ:
ა) ორგანიზება და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის განხორციელებას;
ბ) განიხილოს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის ღონისძიებათა განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხი. “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ–მინისტრი ზ. ნოღაიდელი