საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 475
2006 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს წილის ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს წილის ქალაქ რუსთავის საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 27 სექტემბრის № 1-1/1034 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი