საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 474
2006 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოს 11 800 000 (თერთმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი