„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №389 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
470
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2006-10-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №389 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №470

2006 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №389 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 23 აგვისტოს №389 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს შესაბამისი რაიონების გამგეობებს 1 260 480 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი საქართველოს რიგი კურორ­ტების კეთილმოწყობის სამუშაოთა შესასრულებლად, აქედან:

ბაღდათის რაიონის გამგეობას  – 77 800 ლარი;

ხარაგაულის რაიონის გამგეობას – 50 000 ლარი;

ხაშურის რაიონის გამგეობას   – 61 970 ლარი;

ჩოხატაურის რაიონის გამგეობას – 45 441 ლარი;

ადიგენის რაიონის გამგეობას   – 109 269 ლარი;

ბორჯომის რაიონის გამგეობას  – 886 000 ლარი;

ყაზბეგის რაიონის გამგეობას  – 30 000 ლარი’’.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია