საქართველოს მთავრობის
განკარგულება №467
2006 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები:
ა) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”,„თამბაქოს სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ”, „ ნავთობპროდუქტების სფეროში სამეწარმეო საქმიანობის წესების განსაზღვრის შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 18.01.06 წ, №1/13);
ბ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 10.11.05 წ , №1/368);
გ) „ საქართველოს მთავრობის წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ” (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 31.05.06 წ, №1/179).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრიზ. ნოღაიდელი