საქართველოს მთავრობის
განკარგულება №464
2006 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად , დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება №2 დანართში მითითებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების წილების, როგორც დამატებითი ქონების, მათ შორის , პირველი პუნქტიდან მეცამეტე პუნქტის ჩათვლით შემდგომი პრივატიზების მიზნით, ხოლო დანართის მეთოთხმეტე პუნქტიდან მეთექვსმეტე პუნქტის ჩათვლით მითითებული საზოგადოებების შემდგომი შერწყმის (გაერთიანების) მიზნით ქალაქ ქუთაისისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 18 სექტემბრის №1-1/979 ბრძანება).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ზემოაღნიშნული ქონების გადაცემის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი