საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 256
2006 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში და № 1 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სენაკის რაიონის ბიუჯეტს გამოეყოს 870 000 (რვაას სამოცდაათი ათასი) ლარი შიდა საქალაქო გზების კეთილმოწყობის, სანიაღვრე არხების, გაზიფიცირებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი