საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 222
2006 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
ა. ალექსიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს ალექსი ალექსიშვილს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ” 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი