საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 219
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
„ ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის № 137 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 მარტის № 137 განკარგულება „ ანაკლიის ნავმისადგომისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი