საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 217
2007 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
ნ. გილაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ სააქციო საზოგადოებების „ ხრამჰესი I “ -ის და „ ხრამჰესი II “ -ის აქციათა მართვის უფლების შესახებ “ საქართველოს სახელმწიფოსა და „ ეი-ი-ეს ჯორჯია ჰოულდინგზ ბი. ვი “ -ს შორის 1999 წლის 22 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილ პირად განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი