საქართველოს მთავრობის
განკარგულება №205
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
„ ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 7 მარტის №125 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად: “ .
2. განკარგულებას დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ 31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა უზრუნველყოს სიღნაღის საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების (შპს „ ჯანმრთელობა “ , ქ. სიღნაღი, დ. აღმაშე-ნებლის №15) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და 2007 წლის 1 აგვისტომდე ამ სამუშაოთა დასრულება. ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო და სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის (საბიუჯეტო კოდი 35 29 02) ასიგნების ფარგლებში. “.
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი