საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
202
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №202

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 63-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების მინისტრის 17.04.07 №1-1/613 ბრძანების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს ცვლილებები საქარ­თველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №27 განკარ­გულებაში და სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით: „ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქ­რაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგ­რებული მიწის ფართობის, როგორც დამატე­ბითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის თაო­ბაზე “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ. “ .

2. ამავე განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბა­მისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირის №110/ბაქრაძის ქ. №3/5-ში მდებარე შენობა-ნაგებობათა და მათზე დამაგრებული მიწის ფართო­ბის, როგორც დამატებითი ქონების, ქალაქ თბილისის საკუთ­რებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონო­მიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №1-1/94 ბრძანება).

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი             ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია