საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 213
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის № 66 განკარგულების № 2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ჟ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) ცენტრალური მაგისტრალის ორმული დამუშავებისათვის.”;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ე” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქ. მარნეულის რუსთაველის ქუჩის გარე განათების, შუქნიშნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებისათვის.”.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი