საქართველოს მთავრობის
განკარგულება №200
2007 წლის 9 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №582 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 დეკემბრის №582 განკარგულება „ სს ,,ფირუზასათვის “ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ “ .
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი