„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
212
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 212

 2006 წლის 11 მაისი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითა­რების სამინისტრომ 2006 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავ­რობის სხდომაზე განსახილველად დადგენილი წესით წარმოადგინოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” და „სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკი-ცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებათა პროექტები.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია