საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 190
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 1 077 900 (ერთი მილიონ სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრასი) ლარი დანართის შესაბამისად.
ვიცე-პრემიერი გ. ბარამიძე
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 50,000 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 19,500 |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 14,000 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 430,000 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 40,000 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 50,000 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 7,000 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 3,900 |
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 441,000 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 13,000 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 6,000 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 3,500 |
| სულ: | 1,077,900 |